ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება სასწავლო პროცესის დარეგულირების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება N22/01–01)
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო
პროცესის დარეგულირების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა
შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ძირითადი სასწავლო–სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეულების რეორგანიზაციის შესახებ“ 2005 წლის 16 ივნისის № 92 ბრძანების შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.
ფაკულტეტების გაერთიანების ან სპეციალობების გაუქმების შედეგად სხვა
სპეციალობაზე გადმოყვანილ სტუდენტებს სწავლის საფასური განესაზღვროთ ახალ
სპეციალობაზე დადგენილი ტარიფებით. იმ შემთხვევაში, თუ ახალ სპეციალობაზე
დადგენილი სწავლის საფასური აღემატება სტუდენტთან დადებული კონტრაქტით
განსაზღვრულ ოდენობას, სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამით
გათვალისწინებულ ვადებში შეუნარჩუნდეს კონტრაქტით დადგენილი ტარიფი.
2. დაევალოს სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის
სამსახურს (მ.სვანაძე), საფინანსო სამსახურს (მ.ცარციძე) უზრუნველყონ ამ
ბრძანების შესრულება.
3. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ
ბრძანების გაცნობა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სხვა სტრუქტურული
ერთეულისთვის; ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ
„თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებგვერდზე და მოხდეს მისი
ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა