2015-11-18
ბრძანება №:213/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტების მიმართ თვითშეფასებისა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტების მიმართ თვითშეფასებისა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის , მე-9 და მე-12 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის უფროსის 26.08.2015 წლის №27651/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტების მიმართ თვითშეფასებისა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) იოსებ სალუქვაძე - რექტორის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) თამარ ვეფხვაძე – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; სსიპ - ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) ალექსანდრე ცისკარიძე – მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) ტარიელ ზარანდია - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი; სსიპ - ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჟ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
რ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ს) ნუნუ ოვსიანიკოვა - კანცელარიის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ტ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
უ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურესების მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ფ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ქ) მაია ჩიღვინაძე - საგამოცდო ცენტრის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ღ) მაგდა ალანია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
ყ) დავით ბოსტოღანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; სსიპ - ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
შ) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; სსიპ - ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჩ) მანანა მელიქიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ც) რევაზ ჯორბენაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ძ) ნინო ჩიხლაძე - მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; სსიპ - ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
წ) ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა