2019-10-21
ბრძანება №:263/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,   მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის   დირექტორის ნუგზარ ღლონტის 15 ოქტომბრის N19944/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2019 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმი N6) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლების თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)ნანა ხუნდაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი.
ბ)ბეჟან თუთბერიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი.
გ)ევგენი საყვარელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოფიზიკისა და იონოსფეროს ლაბორატორიის გამგე.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ნანა ხუნდაძე,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ბეჟან თუთბერიძე და  საკონკურსო კომისიის  მდივნად  ევგენი საყვარელიძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის 27 ნოემბრისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი         გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება