2014-12-30
ბრძანება №:226/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №151/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2015 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №151/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2015 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
- ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმი ჩატარდეს 2015 წლის 24 აპრილს.
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №151/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის შესრულების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის ფაკულტეტებს (ფაკულტეტის საბჭოებს) დაევალოთ:
ა) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობაზე კონკურსის გამოცხადება არაუგვიანეს 2015 წლის 30 იანვრისა;
ბ) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობისათვის უფლებამოსილ პირთა მოხსენებების დადგენილი წესით მიღება 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით;
გ) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე წარსადგენი მოხსენებები შეარჩიოს არაუგვიანეს 2015 წლის 1 აპრილისა.
- ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
- დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
- ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა