2020-02-25
ბრძანება №:43/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 18 თებერვლის N36/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 21
თებერვლის N2402/01-03-40 წერილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შევიდეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 18 თებერვლის N36/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და აღნიშნულ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნომერი:
„
5. |
ერთსაფეხურიანი სამედიცინო
|
მედიცინის ფაკულტეტი |
სტომატოლოგია |
10 |
“
2. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს კანცელარიას;
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე