2012-02-29
ბრძანება №:31/01-01

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2012 წლის 31 იანვრის #10/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის  2012 წლის 31 იანვრის #10/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის  29 თებერვლის #4521/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეტანილ იქნას ცვლილება ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 31 იანვრის #10/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ #1 დანართში და იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე  20 ადგილის ნაცვლად განისაზღვროს 50 ადგილი.
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება