2007-11-27
ბრძანება №:0

ზამთრის თბობის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის გაძლიერების შესახებ (ბრძანება 129/02-01)

ბრძანება 129/02-01
27.11.07
 

ზამთრის თბობის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის გაძლიერების შესახებ

      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის დათვალიერებამ და გასულ წლებში მომხდარმა უზარალო ხანძრების გაანალიზებამ გვაჩვენა, რომ მიუხედავად  გასულ წლებთან შედარებით ერთგვარი სტაბილურობისა, ჯერ კიდევ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობა ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების მოთხოვნების შესრულებას, რა მიზეზითაც ბოლო 2 (ორ) წელიწადში წაკიდების და აალების 7 (შვიდი) უზარალო ხანძრის შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომ არა უნივერსიტეტის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების მორიგე თანამშრომელთა ოპერატიული მოქმედება ხანძრებს შეიძლება მოჰყოლოდა მძიმე შედეგები.
მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით და თბობის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-24-ე მუხლის საფუძელზე

                          ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფაკულტეტის დეკანებმა, დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებმა მკაცრად იხელმძღვანელონ აღნიშნული ბრძანებით და უმოკლეს  ვადაში შეასრულონ თავიანთ სამუშაო უბნებზე მისი მოთხოვნები და მკაცრად დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები.
2. მატერიალური რესურსების დეპარტამენტმა (თ. კრავეიშვილი) კორპუსების ადმინისტრატორებთან ერთად არ დაუშვან იატაკის მოწმენდა ადვილად აალებადი სითხეებით, თამბაქოს მოწევა, საევაკუაციო გასასვლელებისა და აუდიტორიების ინვენტარ- მოწყობილობებით გადაკეტვა და გადატვირთვა, ელ.მეურნეობის გაუმართაობა და კუსტარული ელექტრო- გამახურებელი ხელსაწყოების გამოყენება  (არსებული იქნას ამოღებული).
3. კულტურისა და სპორტის ხელმძღვანელობამ ( ლ. ნემსაძე ) დააწესოს მკაცრი კონტოლი საახალწლო ნაძვისხის ზეიმის  და სხვა გასართობი ღონისძიებების მოწყობაზე და მის მიმდინარეობაზე.
4. აღნიშნული ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს  დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბ-ნ თ. წიკლაურს.  მასვე დაევალოს შესრულების ხარისხზე პერიოდული ინფორმაციის წარმოდგენა.
5. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  და გამოიკრას უნივერსიტეტის ყველა კორპუსში თვალსაჩინო ადგილზე.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              გ. გალდავა

« უკან დაბრუნება