2019-03-01
ბრძანება №:59/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №51/01-01 ბრძანებაში ,, 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №51/01-01 ბრძანებაში ,, 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (3661/10/10; 01.03.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №51/01-01 ბრძანებაში - ,,2019/2020   სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრისათვის ორმხრივი თანამშრომლობის    ხელშეკრულების    ფარგლებში    პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ’’ და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეკატერინე ფირცხალავა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
გ) თამაზ    ზუბიაშვილი,    თსუ    ეკონომიკისა    და    ბიზნესის    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) ნანა   შათაშვილი,   თსუ   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)    დავით    მაცაბერიძე,    თსუ    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)   მანანა   რუსიეშვილი,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ) რუსუდან   დოლიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი’’.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
4.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





რექტორის მოადგილე                    ალექსანდრე ცისკარიძე 

« უკან დაბრუნება