2017-01-05
ბრძანება №:14/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პირველი და მეორე კურსის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სწავლის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის
პირველი და მეორე კურსის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სწავლის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 28 დეკემბრის №221/02-01 ბრძანების, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ერიკ ლივნის 2016 წლის 13 დეკემბრის №44604/02 და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 16.12.2016წ. №45134/02 წერილების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განესაზღვროთ, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პირველ და მეორე კურსის მაგისტრანტებს    2016-2017 სასწავლო წლის სწავლის საფასური დანართი №1-ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                       ე. ქემოკლიძე                                         






« უკან დაბრუნება