2008-09-29
ბრძანება №:0

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №24/01-03)

ბრძანება № 24 / 01-03
29.09.2008 წ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ   თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ

  საქრთველოს შრომის  კოდექსის მე - 6 მუხლის  I - ლი   პუნქტის, 31-მუხლის  1-ლი პუნქტის,  "უმაღლესი განათლების   შესახებ"   საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების"  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის # 74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის  29 აგვისტოს 116/02-01 ბრძანების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" 2008 წლის  14 ივლისის #63/01-01  ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დაინიშნონ 2008 წლის 29 სექტემბრიდან  2010 წლის 30 სექტემბრამდე   სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულებით  ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე::

    • მარწყვიშვილი ხათუნა
    • მახარაძე თამარი
    • ხეჩუაშვილი ლილი

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ამავე ბრძანებით განსაზღვრულ პირებთან;

3. კონტროლს  ბრძანების  შესრულებაზე  განვახორციელებ  პირადად;

5. ბრძანება  განთავსდეს თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო      უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს  2008 წლის  23 სექტემბრის  # 131 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ".

 

 

რექტორი, პროფესორი 
გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება