2011-09-27
ბრძანება №:1694/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან   სტუდენტების მობილობის წესით  ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56–ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ"  №10/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 26 სექტემბრის №04-10966 დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2011-2012 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში  სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  მობილობის წესით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხონ სტუდენტები  ფაკულტეტების შესაბამისად :

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7).

2.    ეცნობოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ბრძანების გამოცემიდან 7 დღის ვადაში.
3.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ    ადგილზე.            
4.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







 რექტორი                                                                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება