2019-07-22
ბრძანება №:184/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11  სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის   საფუძველზე,  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 ივლისის N14058/10 კორესპონდენციის საფუძველზე

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა:


1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ნინო გვენეტაძე - რექტორის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) ნინო ოკრიბელაშვილი - რექტორის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) ნანი გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) თამარ დოლბაია - სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ლ) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ნ) ქრისტინე ჩიხლაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის მდივანი;

ო) შოთა კეჟერაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი; სტუდენტური თვითმმართველობის პრეზნიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

პ) ნიკოლოზ მელქაძე - თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ჟ) ირინა ხანთაძე - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) - აღმასრულებელი დირექტორი, სამუშაო ჯგუფის მოწვეული წევრი;

ჟ) თამარ სანიკიძე - განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის მოწვეული წევრი;

რ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების განხილვა, და საკუთარი პოზიციების წარმოდგენა სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების განახლების მიზნით.

3. დაევალოს სამუშაო ჯგუფს უზრუნველყოს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამუშაო გეგმებში გარე შეფასების შედეგად მიღებული რეკომენდაციების ასახვა არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრისა და შემუშავებული პროექტის განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოების ფართო ჩართულობით.
 
4. განახლებული და განხილული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების დამტკიცება მოხდეს არაუგვიანეს 2019 წლის 20 დეკემბრისა.

5.  წინამდებარე  ბრძანების  ძალაში  შესვლის  დღიდან  ძალადაკარგულად  გამოცხადდეს
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების  მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 05 თებერვლის N26/01-01 ბრძანება.

6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.


7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.


8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება