ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების (აღმოსავლეთის ისტორია) ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე გიული ალასანიას სრულ პროფესორად დანიშვნის შესახებ (ბრძანება N20/01-03)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების (აღმოსავლეთის ისტორია) ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე გიული ალასანიას სრულ პროფესორად დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 31-ე მუხლის `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე მუხლების, `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ~ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 მაისის #2/300 ბრძანების, `ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 2007 წლის 29 ივნისის #59/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დაინიშნოს 2007 წლის 30 აგვისტოდან 2010 წლის 30 აგვისტომდე გიული ალასანია ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების (აღმოსავლეთის ისტორია) სრული პროფესორის თანამდებობაზე;
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება;
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში `თბილისის უნივერსიტეტი~ და განთავსდეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის
შემსრულებლის 2007 წლის 30 აგვისტოს #11327/02 წარდგინება,
ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების
(აღმოსავლეთის ისტორია) სრული პროფესორის თანამდებობის
შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2007 წლის 27 აგვისტოს ოქმი.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა