2015-05-29
ბრძანება №:60/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2015 წლის   18 მაისის №16520/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს  ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი
2.1. გიორგი ჭიჭინაძე - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კომისიის თავმჯდომარე; 
2.2. ირა ხარაიშვილი – უფროსი სპეციალისტი; 
2.3. თენგიზ კობიაშვილი - მთავარი სპეციალისტი; 
2.5. ელენე ახმეტელი - საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 
2.6. მანანა აბზიანიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                 დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება