2018-06-25
ბრძანება №:147/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ შესახებ თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ შესახებ თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №116 დადენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-10 მუხლისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ თსუ რექტორის 2018 წლის 12 იანვრის №04/01-01 ბრძანების საფუძველზე,
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის" შესახებ თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დოქტორის დიპლომის ფორმის ნაწილში და დამტკიცდეს ახალი დოქტორის დიპლომის ფორმა წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება