2011-09-30
ბრძანება №:173/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსის 2011 წლის 20 სექტემბრის №24907/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადების წლიური საფასური 2011 – 2012 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 400 ლარის ოდენობით;
ბ) გეოგრაფია – 400 ლარის ოდენობით;
გ) უცხო ენა – 400 ლარის ოდენობით;
დ) მათემატიკა – 400 ლარის ოდენობით;
ე) საქართველოს ისტორია – 400 ლარის ოდენობით;
ვ) ფიზიკა – 400 ლარის ოდენობით;
ზ) ქიმია – 400 ლარის ოდენობით;
თ) ბიოლოგია – 400 ლარის ოდენობით.
-
2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად. პირველი ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 15 ოქტომბრამდე. მეორე ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
-
4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით.
-
8 (რვა) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს 3000 ლარის ოდენობით.
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
-
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
-
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე