2015-09-11
ბრძანება №:161/01-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2012 წლის 12 ივლისის #84/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2012 წლის 12 ივლისის #84/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, საგამოცდო ცენტრის უფროსის 2015 წლის 04 სექტემბრის #29499/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2012 წლის 12 ივლისის #84/01-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი #1-ის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. იმ გამოცდის ორგანიზებას, რომელიც ტარდება კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, უზრუნველყოფს შესაბამისი საგამოცდო ცენტრი.
,,4. სწავლების სამივე საფეხურზე შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ ჩასატარებელი შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი გამოცდების (ზეპირი) ორგანიზება ხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად“.
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი #1-ის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. გამოცდის მიმდინარეობის ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან სრულფასოვანი უზრუნველყოფისა და საგამოცდო შედეგების მაქსიმალურად ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით დარბაზები აღჭურვილია სათვალთვალო კამერებითა და ელექტროტალღური სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობებით“.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება