2010-07-06
ბრძანება №:154/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრატორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრატორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრატორების შესარჩევად ( I, II, III, IV, V, VI, VIII, X, XI სასწავლო კორპუსები, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ტაბახმელის სასწავლო-საკონფერენციო ცენტრი, ბაგების სტუდქალაქის I, II და III კორპუსები).
-
კონკურსანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია (CV)
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დიპლომის ასლი;
ე) პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერთიფიკატები/ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ; - კონკურსის შედეგად შერჩეული პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობა, შრომითი ხელშეკრულების ვადა და სხვა პირობები აისახოს შრომით ხელშეკრულებებში;
- შეიქმნას კომისია ადმინისტრატორების შესარჩევად და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი;
- საბუთების მიღება იწარმოებს თსუ II კორპუსში 2010 წლის 6 ივლისიდან 2010 წლის 23 ივლისის ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი) 1-ლი სართული ოთახი №158.
- კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 27 ივლისს თსუ II კორპუსში 14ºº სთ-ზე.
- ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე და www.hr.com.ge-ზე.
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წერილი №15887/02; 30.06.2010 წელი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რ. ხარბედია « უკან დაბრუნება