2011-11-08
ბრძანება №:194/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების,  საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის №20 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის  ნორმების” 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შეიქმნას სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) ია ბაღაშვილი _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარე);

    ბ) მანონი ჯოჯუა _ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო_საფინანსო განყოფილების უფროსი (კომისიის წევრი);

    გ) შორენა ერისთავი _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);

    დ) გიორგი კვერენჩხილაძე _ იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი (კომისიის წევრი);

    ე) ელგუჯა მექვაბიშვილი _ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი   (კომისიის წევრი);

    ვ) რამაზ ქურდაძე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი  (კომისიის წევრი);

    ზ) რევაზ გაჩეჩილაძე _ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი (კომისიის წევრი);

    თ) ბეჟან თუთბერიძე _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის სრული პროფესორი (კომისიის წევრი);

    ი) დიმიტრი კორძაია _ მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი  (კომისიის წევრი);

    კ) რუსუდან სხირტლაძე _ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი, კომისიის მდივანი);


  2. სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს კომისია განიხილავს შემდეგი შემადგენლობით:
    ა) ია ბაღაშვილი _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარე);

    ბ) მანონი ჯოჯუა _ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო_საფინანსო განყოფილების უფროსი (კომისიის წევრი);

    გ) რუსუდან სხირტლაძე _ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი, კომისიის მდივანი);

    დ) შორენა ერისთავი _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);


  3. სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს კომისია განიხილავს სრული შემადგენლობით.
  4. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც აირჩევა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
  5. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და  სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
  6. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
  7. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა, ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
  8. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის დისციპლინური   პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 სექტემბრის №224/02-01 ბრძანება.
  9. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  10. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                            დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება