2017-06-02
ბრძანება №:128/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 მაისის N8105/10 კორესპონდენციისა და დამოუკიდებელი შემფასებლის 2017 წლის 24 მაისის დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო,  მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის  30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს, ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N2).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                 ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება