2018-02-05
ბრძანება №:25/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიასათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიასათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიას 2018 წლის 30 იანვრის N1623/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირინე დარჩიას,  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან სწრაფი, ქმედითი და მოქნილი კომუნიკაციის ფუნქციონირების მიზნით ავტორიზაციასთან, აკრედიტაციასთან და ანკეტა-კითხვარებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიენიჭოს უნივერსიტეტის სახელით შესაბამის კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                                                 გიორგი  შარვაშიძე

« უკან დაბრუნება