2011-07-25
ბრძანება №:73/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" მიღების გამოცხადებისა და სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" მიღების გამოცხადებისა და სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების საფუძველზე,


ვბრძანებ:

  1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა";
  2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლისათვის მიღების ვადები სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" შემდეგი სახით:

    ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება _  1 - 26 აგვისტო;

    ბ) გამოცდა  უცხო ენაში _ 30 აგვისტო

    გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება _ 31 აგვისტო

    დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება _ 1 - 2 სექტემბერი

    ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება _ 5 სექტემბერი

    ვ) გამოცდა სპეციალობაში _ 6 სექტემბერი

    ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება _ 7 სექტემბერი

    თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება _ 8 – 9 სექტემბერი

    ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება _ 12 სექტემბერი

    კ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან _
    12 – 13 სექტემბერი
    ლ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება _ 17 სექტემბერი.


  3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" შემდეგი სახით:

    ა)  შემოდგომის სემესტრი:

    ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 12 – 15 სექტემბერი

    ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 18 – 19 სექტემბერი

    ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 19 სექტემბერი – 31 დეკემბერი

    ა.დ) არდადეგები - 1- 7 იანვარი; 12 თებერვალი - 10 მარტი

    ა.ე) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 30 იანვარი (ძირითადი გამოცდები),
    6 - 11 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).

    ბ) გაზაფხულის სემესტრი:

    ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია _  24 თებერვალი - 5 მარტი

    ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია _ 7 - 12 მარტი

    ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები _ 12 მარტი -  23 ივნისი

    ბ.დ) საგამოცდო პერიოდი _ 25 ივნისი - 16 ივლისი (ძირითადი გამოცდები),
    23 - 28 ივლისი (დამატებითი გამოცდები)

  4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  6. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორი                              ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება