2012-07-30
ბრძანება №:98/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
- გამოცხადდეს მიღება ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა".
-
განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მიღების ვადები სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" შემდეგი სახით:
ა ) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება – 13 - 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 30 აგვისტო;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 31 აგვისტო;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 3 - 4 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში – 6 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 10 - 11 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
კ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან – 13 - 14 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 17 სექტემბერი.
-
განისაზღვროს თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2012 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი