2013-02-22
ბრძანება №:20/01-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის ,,ტელეოპერატორის ხელოვნება’’ დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის ,,ტელეოპერატორის ხელოვნება’’  დამტკიცების შესახებ
   
      ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა”, ,,ს” და ,,ტ” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №76/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 ქვეპუნქტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  2013 წლის 8 თებერვლის №2877/02 დოკუმენტის0საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს  ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსი ,,ტელეოპერატორის ხელოვნება’’ (დანართი №1 );
  2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს;
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
  5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                   ალექსანდრე კვიტაშვილი 
« უკან დაბრუნება