2013-03-11
ბრძანება №:482/01-04

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტარციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

  ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტარციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და სალომე ხუბუტიას (#2807/02, 08.02.2013 და #2572/02, 06.02.2013)), თამთა დავითიანის (#1967/02, 30.01.2013), ბიძინა მოისწრაფიშვილის (#3145/02, 12.02.2013), ალექსანდრე ბურბუტაშვილის (#3813/02, 18.02.213), სალომე რაზმაძის (#5842/02, 28.02.2013), სალომე მჭედლაძის (7092/02, 06.03.2013), თეა კუხალაშვილის (#3274/02, 13.02.2013), მარიამი აზიკურის (#3566/02, 15.02.2013) და ნატალია ჩიხრაძის (#7039/02, 05.03.2013) განცხადების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სიის შესაბამისად. (დანართი #1)
2.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
3.    ბრძანების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება