2013-06-27
ბრძანება №:63/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  28 დეკემბერის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–15 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის, ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 12 ივნისის N72 დადგენილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით განისაზღვროს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)კახაბერ ურიადმყოფელი (ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“);
ბ) ლევან გაბრიჩიძე (ორგანიზაცია ,,ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნები“);   
გ) ინეზა გაგნიძე  (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიოს ასოცირებული პროფესორი)
დ) გოჩა ჯაფარიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი);
ე) ჯენარა ქრისტესაშვილი (მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ვ)დავით ბოსტოღანაშვილი (იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ზ) თამარ გვარამაძე (იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
თ) მაგდა ალანია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ი) ალექსანდრე თევზაძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი).

2. საარჩევნო კომისიას დაევალოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 2013 წლის 16 აგვისტოს დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და ბრძანების  მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოცემისთანავე.

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6).






რექტორის მოავლეობის
შემსრულებელი,                                                               ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება