2016-02-05
ბრძანება №:13/01-01
2016 წლის 22 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული პრაქტიკული თურქული ენის მეშვიდე ზამთრის სკოლისთვის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016 წლის 22 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული პრაქტიკული თურქული ენის მეშვიდე ზამთრის სკოლისთვის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (3317/02; 05.02.2016) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2016 წლის 22 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის (თურქეთი) პრაქტიკული თურქული ენის მეშვიდე ზამთრის სკოლაში მონაწილეების შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში, ოთახი №124 (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №36).
3.
დამტკიცდეს კონკურსანტთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
კომისიის თავმჯდომარე - მარინა ჯიქია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
ბ)
კომისიის წევრი - ელისაბედ ბჟალავა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)
გ)
კომისიის წევრი - ქეთევან ლორთქიფანიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ) კომისიის მდივანი - ნათია კალანდაძე (თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი).
4.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
5.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
7.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა