2012-12-28
ბრძანება №:176/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის
7 მაისის N
31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 25 დეკემბრის №39/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ა. ხელაძის 2012 წლის 28 დეკემბრის №34305/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად;
- უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
- კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 28 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 29 იანვრიდან 2013 წლის 4 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის 28 თებერვლისა;
-
კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1. ეკონომიკის პრინციპების კათედრა
ასოცირებული პროფესორი _ 1
2. ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი _ 1
ასისიტენტ პროფესორი _ 2
3. მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა
ასოცირებული პროფესორი _ 1
4. საერთაშორისო ბიზნესის კათედრა
ასოცირებული პროფესორი _ 1
5. მარკეტინგის კათედრა
ასოცირებული პროფესორი _ 1
ასისიტენტ პროფესორი _ 2
6. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრა
ასოცირებული პროფესორი _ 1
7. ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა
სრული პროფესორი _1
ასოცირებული პროფესორი – 1
ასისტენტ პროფესორი _ 2
-
სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word da PDF) - PDF Word
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
-
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF Word
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი.
-
საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 29 იანვრიდან 2013 წლის 4 თებერვლის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №608
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
-
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი