2019-09-17
ბრძანება №:221/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ”, „ო” და „პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 13 სექტემბრის N17331/30 წარდგინების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე: „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა,  საზოგადოება (ინგლისურენოვანი)“ და „მედიაფსიქოლოგია     და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ სპეციალობის     მისაღები     გამოცდის     და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა დანართი N1 შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



რექტორი         გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება