2013-04-25
ბრძანება №:330/02-04

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის II და IV სემესტრის მაგისტრანტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის II და IV სემესტრის მაგისტრანტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,კ’’ და ,,ნ” ქვეპუნქტების მე-2, მე-4  პუნქტების, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის  21 მარტის №47/01-01  და 2013 წლის პირველი მარტის №29/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2013 წლის 22 აპრილის №12221/02 დასკვნის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დ. კორძაიას 2013 წლის 17 აპრილის №11725/02 წარდგინების  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ,  2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ  საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, მედიცინის ფაკულტეტის II და IV სემესტრის შემდეგი მაგისტრანტები:

  II სემესტრი
ა) ბახუტაშვილი ირაკლი                  562.5 ლარი
ბ) მაისურაძე თამარი                           562.5 ლარი
გ) ნაროუშვილი თამარი                    562.5 ლარი
დ) ნემსაძე ლიანა                                  562.5 ლარი
ე) ომიაძე თეონა                                    562.5 ლარი
ვ) როდონაია სალომე                           562.5 ლარი


  IV სემესტრი
ა) დოლიძე თეონა                              562.5 ლარი
ბ) კალანდია ლიკა                             562.5 ლარი
გ) მახარაძე თამარ                               562.5 ლარი
დ) რთველიაშვილი თინათინ            562.5 ლარი
ე) შავიძე ლანა                                    562.5 ლარი

2.  დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                   ე. ქემოკლიძე


« უკან დაბრუნება