2007-12-19
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების მიმართულებაზე არსებული აპარატურის ექსპლუატაციაზე კონტროლის დაწესების შესახებ.(ბრძანება 143/02-01)

ბრძანება # 143 / 02 - 01
       19. 12. 2007 წ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების მიმართულებაზე არსებული აპარატურის ექსპლუატაციაზე კონტროლის დაწესების შესახებ.

  

     უნდა აღინიშნოს, რომ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისათვის (რეჟისორები, ოპერატორები) მათი სპეციალობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო კამერა და შტატივი, უნივერსიტეტის მიერ შესყიდული იქნა კანონით დადგენილი წესით ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

     ზემოაღნიშნული აპარატურის ტექნიკური გამართულობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად და მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.         დაეკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა ყველა იმ პირს, ვისაც საქმიანობიდან თუ სასწავლო პროცესიდან გამომდინარე დაშვებადობა და ხელმისაწვდომობა აქვთ ტელე-კინო ხელოვნების მიმართულებაზე არსებულ აპარატურასთან. მათი დაზიანების, განადგურების, დაკარგვის ან სხვა ზარალის მიყენების შემთხვევაში, მათვე დაეკისროთ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
2.         კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს (დ. თვალთვაძე) და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
3.         ბრძანება ოფიციალური გაცნობისათვის გადაეგზავნოს ჰუმანიტარულ ფაკულტეტს და განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
4.         ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება