2014-09-17
ბრძანება №:160/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე ტესტირების ვადების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის #152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების"  მე-9 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე ტესტირების  ვადები:

a)    ტესტირების ჩატარება – 24 სექტემბერი (9:00 სთ.);
b)    ტესტირების შედეგების გასაჩივრება – 24სექტემბერი (14:00 – 18:00 სთ.);
გ) საბოლოო შედეგების გამოცხადება – 25 სექტემბერი

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.


რექტორი, პროფესორი                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება