2015-08-07
ბრძანება №:843/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ” მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 29 ივლისის #925/32 (კანცელარიაში რეგისტრაციის #24997/02 29.07.2015) წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
მიეცეთ 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების #1 დანართში მითითებულ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს (დანართი #1).
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება