2018-05-15
ბრძანება №:114/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი  - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“  და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის  ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტის  დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვ. კიკნაძის 2018 წლის 14 მაისის  N9661/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2018 წლის 11 მაისის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი N8) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
   
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობებზე  პერსონალის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისის შემდეგი შემადგენლობით:
ა)ზაალ აბაშიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიკოსი.
ბ)დარეჯან კლდიაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, წყაროთმცოდნე.
გ) ზურაბ ბრაგვაძე -  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული  მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიკოსი.
დ)ნინო აბაკელია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,  ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეთნოლოგი.
ე)ხათუნა თოდაძე - ისტორიის დოქტორი, საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამრნტის მოწვეული პროფესორი, ისტორიკოსი.
ვ)ომარ არდაშელია - ისტორიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე.
ზ)ბეჟან ხორავა - ისტორიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი.
2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზაალ აბაშიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - ზურაბ ბრაგვაძე, საკონკურსო კომისიის მდივანად   ხათუნა თოდაძე,.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 18 ივნისისა.
5.ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი        გიორგი  შარვაშიძე


« უკან დაბრუნება