2016-05-13
ბრძანება №:77/01-01

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის N327 ბრძანების, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 05 მაისის №16174/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში _ უნივერსიტეტი) სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი №1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს   106 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 126 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს    84 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 161 სტუდენტი; 
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - დაფინანსდეს 36 სტუდენტი;
ვ) იურიდიული ფაკულტეტი - დაფინანსდეს 109 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 45 სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში. 
4. ფაკულტეტებმა დასაფინანსებელ სტუდენტთა სია პირადობის მოწმობის ასლისა და ანგარიშის ნომრის ამონაწერით საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული ვერსია Excel ფორმა) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2016 წლის 27 მაისის ჩათვლით. 
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                          დარეჯან თვალთვაძე

« უკან დაბრუნება