2012-05-30
ბრძანება №:68/01-01

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ’’ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 21 მაისის №27/04 ერთობლივი ბრძანების,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ბ-ნ. რამაზ ბოჭორიშვილის 2012 წლის 28 მაისის №12816/02  წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად;

2.    უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც  აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

4.    უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;

5.    კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 30 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის  12 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2012 წლის  24 აგვისტოსი;

6.    კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორთა სამსახურში მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:


)    მათემატიკის მიმართულება
ქვემიმართულება: მათემატიკური ანალიზი

 სრული პროფესორი -  1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 4 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა

სრული პროფესორი -  1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული,

ქვემიმართულება: ალგებრა-გეომეტრია

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: დიფერენციალური განტოლებები

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული,

ქვემიმართულება: მექანიკა

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

)    კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება
ქვემიმართულება: თეორიული ინფორმატიკა

ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული

ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: გამოყენებითი ინფორმატიკა

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 3 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ტექნიკური ინფორმატიკა

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: პრაქტიკული ინფორმატიკა

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

გ) ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები)

ქვემიმართულება: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 3 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: რიცხვითი ანალიზი და გამოთვლითი ტექნოლოგიები

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 3  საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

)    გეოგრაფიის მიმართულება
ქვემიმართულება: ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: რეგიონალური გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ბუნებათსარგებლობის  გეოგრაფია

სრული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ნიადაგების გეოგრაფია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: გეომორფოლოგია  და კარტოგრაფია

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 2  საშტატო ერთეული,

)    ელექტრული და  ელექტრონული ინჟინერიის მიმართულება
ქვემიმართულება: ელექტრომაგნიტური თავსებადობა

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ანტენები და ტალღების გავრცელება

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ვ) გეოლოგიის მიმართულება

ქვემიმართულება: გეოლოგია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 3 საშტატო ერთეული

ზ) ქიმიის მიმართულება

ქვემიმართულება: ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმია

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ორგანული ქიმია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ბიოორგანული ქიმია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: მაკრომოლეკულების ქიმია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ფიზიკური და ანალიზური ქიმია

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

თ) ბიოლოგიის მიმართულება

ქვემიმართულება: ბიომრავალფეროვნება

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი -1  საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ბიოქიმია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: მცენარეთა ფიზიოლოგია

ასოცირებული პროფესორი -1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: გენეტიკა

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: მორფოლოგია

სრული პროფესორი -1 საშტატო ერთეული,

 ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
 ქვემიმართულება: იმუნოლოგია და მიკრობიოლოგია
 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ი) ფიზიკის მიმართულება

ქვემიმართულება: ელემენტარული ნაწილაკები და კვანტური ველები

 სრული პროფესორი -1  საშტატო ერთეული,
 ასოცირებული პროფესორი -1 საშტატო ერთეული,
ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

 ქვემიმართულება: კონდენსირებული გარემოს ფიზიკა
 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: არაწრფივი მოვლენების ფიზიკა

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: პლაზმის ფიზიკა

 სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,
 ასისტენტ- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ქვემიმართულება: ატომის და ატომბირთვის ფიზიკა

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: რადიოფიზიკა, ფიზიკური პროცესების მოდელირება

 ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ქვემიმართულება: ასტროფიზიკა

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული


კ) ინტერდისციპლინური (ფიზიკა, ბიოლოგია) (ფიზიკა - 1 საშტატო ერთეული,  ბიოლოგია -1 საშტატო ერთეული)

ქვემიმართულება: ბიოფიზიკა  

 ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.
7.   აკადემიურ  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა)   განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით)
- PDF   Word
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე CD-ზე ჩაწერილი saxeli.gvari.doc და saxeli.gvari.pdf ფაილების სახით)
- PDF  Word
გ)   პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე)   სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი.

8.     საკონკურსო დოკუმენტები მიიღება  2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 12 ივლისის ჩათვლით, 10:00-დან  17:00 საათამდე,  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში.  მისამართი:  თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, II სართული, ოთახი N 223;

9.     ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში";

10.     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;

11.     დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

12.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება