2012-12-28
ბრძანება №:177/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შიდასაუნივერსიტეტო კომისიის შექმნის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შიდასაუნივერსიტეტო კომისიის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შეიქმნას შიდასაუნივერსიტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) თამარ ვეფხვაძე – კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

    ბ) ვასილ გონაშვილი – რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში, ასოცირებული პროფესორი;

    გ) სერგო მელაძე – ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორი;

    დ) მაია მარგველაშვილი - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილე, სრული პროფესორი;

    ე) ნატალია ბარათელი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

  2. დაევალოს კომისიას 1 თვის ვადაში შეიმუშავოს წინადადებები ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის მომავალი სტატუსის განსაზღვრის თაობაზე.
  3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც.
  4. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ.
  5. კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე.
  6. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს კომისიის ერთ–ერთი წევრი.
  7. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
  8. კომისიის მუშაობა სრულდება მისთვის მინიჭებული ფუნქციის ამოწურვისთანავე.
  9. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტმენტს.
  10. წინადებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  11. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.







რექტორი                                                                              ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება