2012-09-27
ბრძანება №:1644/01-04

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, "2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტთა კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის (თითოეული აბიტურიენტისათვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა) დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს #977 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 27 სექტემბრის #3687/27-05 (კანცელარიაში რეგისტრაციის #24744/02, 27.09.2012) წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი სტუდენტები:

ა)    საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანულენოვანთათვის (დანართი №1);
)    საგანმანათლებლო პროგრამა სომხურენოვანთათვის (დანართი №2);
2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი

                                                     

« უკან დაბრუნება