2010-09-21
ბრძანება №:1268/01-04

"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოყვანა წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ" რექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №1176/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოყვანა  წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ" რექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №1176/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და დეკანის წარდგინება (23495/02 20.09.2010) საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება რექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №1176/01-04 ბრძანებაში:
    ა)    ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი 5-ში, მედიცინის ფაკულტეტზე გადმოყვანის წესით ჩარიცხულ სტუდენტთა სიაში რინელი ქობალიას III სემესტრის ნაცვლად ჩაეწეროს V სემესტრი;
    ბ)    შევიდეს ცვლილება მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    “წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად ჩარიცხულ სტუდენტებს დაევალოთ მიმდინარე წლის 18 სექტემბრამდე თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტში წარმოადგინონ პირადი საქმე.“
  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს და სასწავლო დეპარტამენტს.
  3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
  4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორის  მოვალეობის
შემსრულებელი                                                 ა. კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება