2010-05-18
ბრძანება №:47/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №295 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის" 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაინიშნოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები 2010 წლის 8 ივნისს.
  2. დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიასა და მედიცინის ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.
  3. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                     გიორგი ხუბუა

« უკან დაბრუნება