2007-06-26
ბრძანება №:57/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალებში ზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ (ბრძანება N57/01–01)


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალებში ზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ

 


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და 88-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. 2006-2007 სასწავლო წელს თსუ-ის სიღნაღის, ქვემო ქართლის, ფოთის, ოზურგეთისა და ჯავახეთის ფილიალებში სასწავლო პროცესი წარიმართოს ზაფხულის სემესტრში;
2. 2006-2007 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი დაიწყოს 2007 წლის 25 ივნისს და დამთავრდეს 29 სექტემბერს;
3. 2006-2007 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობები დამთავრდეს 2007 წლის 15 სექტემბერს;
4. საგამოცდო სესია ჩატარდეს 2007 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე;
5. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ.ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გაცნობა უნივერსიტეტის შესაბამისი ფილიალებისათვის.

რექტორი, პროფესორი გ.ხუბუა

« უკან დაბრუნება