2017-07-25
ბრძანება №:144/01-01
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017წლის 6 მარტის №39/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017წლის 6 მარტის №39/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, რექტორის აპარატისა და აკადემიურ საბჭოს სამდივნოს უფროსის მ. აჭაიძის 2017 წლის 21 ივლისის №11958/10 წერილის (თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის ოქმი №15) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილებები "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017 წლის 6 მარტის №39/01-01 ბრძანების მე-3 და მე-6 პუნქტებში
ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 6 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის (სოციალური მუშაობა) ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე და პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე განისაზღვროს 2017 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 21 აპრილამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივნისისა";
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე განისაზღვროს 2017 წლის 25 აგვისტოდან 2017 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 18 სექტემბრისა";
ბ) ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის (სოციალური მუშაობა) ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე და პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე იწარმოებს 2017 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 21 აპრილამდე 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №8 (IV კორპუსი) ოთახი №302; საკონკურსო დოკუმენტების მიღება პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე იწარმოებს 2017 წლის 25 აგვისტოდან 2017 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (IV კორპუსი) ოთახი №302;"
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე