2013-04-24
ბრძანება №:42/02-01
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის, ,,ა(ა)იპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ერმი ქემოკლიძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 აპრილის №38/02-01 ბრძანების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2013 წლის 05 აპრილის №10723/02 და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ს. ჩიტაძის 2013 წლის 04 აპრილის №10684/02 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში:
ა) დანართი №1-ის 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 27.29.-27.39. ქვეპუნქტები:
,,27.29. შუშანიკ ასათიანი – სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზის გამგე – სამკითხველო დარბაზის წიგნად ფონდზე”.
,,27.30. ლიანა ლომთათიძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი - - აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების წიგნად ფონდზე”.
,,27.31. ლელა დოლმაზაშვილი – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
,,27.32. რუსუდან თავართქილაძე – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
,,27.33. ხათუნა კვახაძე – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
,,27.34. მარიამი ბებურიშვილი – ვახტანგ ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის სპეციალისტი - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
,,27.35. შალვა გლოველი – ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
,,27.36. ელენე დათუკიშვილი – პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
,,27.37. მარიამ ნადარეიშვილი – რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
,,27.38. ლია ანდღულაძე – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
,,27.39. ნუნუ დურგლიშვილი – პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
ბ) დანართი №1-ის 30 –ე მუხლის 30.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,30.1. ლევან ჩოხელი – დელეგატი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი ერმი ქემოკლიძე
« უკან დაბრუნება