2011-04-13
ბრძანება №:819/01-04
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტატუსშეჩერებულ შემდეგ სტუდენტებს, ფაკულტეტების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (დანართი 2);
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6)
- შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ-ის ნაწილში) და ეცნობოს სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან ალექსიძე