2019-02-25
ბრძანება №:49/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის ჩასატარებლად კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის ჩასატარებლად კომისიის შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე   მუხლის პირველი ნაწილის,
52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   მინისტრის   2013   წლის   11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“,  „ბ“,  „ო“  და  „პ“  ქვეპუნქტების, მე- 9  პუნქტის,  „სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში  ეკონომიკური  მეცნიერების  დარგში  პაატა  გუგუშვილის  სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 03  დეკემბრის  N232/2018 დადგენილების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  ეკონომიკური  მეცნიერების  დარგში  პაატა გუგუშვილის სახელობის   სამეცნიერო   პრემიის  მინიჭების მიზნით   კონკურსის გამოცხადების  შესახებ“   უნივერსიტეტის  რექტორის  მიერ  2019     წლის  15  იანვარს გამოცხადებული   №:7/01-01 ბრძანებისა და   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის   სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის    2019  წლის  18    თებერვლის N2619/10    კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის ჩასატარებლად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ელგუჯა მექვაბიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) გიორგი ბერულავა - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) გივი ბედიანაშვილი  - შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;
დ) ვახტანგ ბურდული   - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ალფრედ კურატაშვილი   - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. კონკურსში წარმოდგენილ ნაშრომებს აფასებს საკონკურსო კომისია. იგი გამოყოფს რეცენზენტებს. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სადისკუსიო დარბაზის სხდომაზე საჯაროდ ისმენს კონკურსანტთა მოხსენებებსა და რეცენზიებს და აფასებს მათ. შეფასების კრიტერიუმებს ადგენს საკონკურსო კომისია, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ საკონკურსო კომისიის შექმნიდან 1 კვირის ფარგლებში.
3. საკონკურსო კომისია განსაზღვრავს თავისი მუშაობის წესს, პირველ სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, რაც ფორმდება ოქმით.
5. საკონკურსო კომისიამ კონკურსის ჩატარებისას იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობისა და აკადემიური საბჭოს 2018 წლის 03 დეკემბრის N232/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების წესის შესაბამისად.
6. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის  დირექტორს დაევალოს საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინოს მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე.
7.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8.  ბრძანება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით.






  რექტორი                       გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება