2018-08-08
ბრძანება №:712/02-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეცანის რ.ხომერიკის  2018 წლის 8 აგვისტოს  #16306/28 წერილის საფუძველზე,

                                                                                                                                          ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, 2018-2019 სასწავლო წლის ერთი სემესტრის განმავლობაში,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტებს შემდეგი თანაფარდობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით):                                                                                                                                                                                                                                                                                                                     
ა) ეკატერინე კვაღინიძეს () – 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 6151 ლარი;
ბ) ლევან ბაძგარაძეს () – 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 6151 ლარი;
გ) გვანცა მელითაურს  – 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 6151 ლარი; 
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, 2018 წლის 10 აგვისტომდე გასცეს  ერთჯერადად  7500 აშშ დოლარის ექვივალენტი 18453 ლარი უნივერსიტეტის ანგარიშზე სან დიეგოს უნივერსიტეტიდან   ამ მიზნისათვის გადმორიცხული თანხებიდან (სავალურო გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.4604 ლარი);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                  ნ. ოვსიანიკოვა                                    
« უკან დაბრუნება