2011-10-13
ბრძანება №:1883/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს მაგისტრატურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012  სასწავლო წელს მაგისტრატურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 521-ე მუხლის პირველი, მე-3  და მე-4 პუნქტების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ №227 ბრძანების 32-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 13 სექტემბრის „იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის დამტკიცების შესახებ, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2011 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა“ №627 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ “ №81/2011 დადგენილების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ” №57/2011 დადგენილების, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და  ფაკულტეტების წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. ჩაირიცხონ 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
    ევროპული კვლევების ინსტიტუტი (დანართი 7).


  2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (2 კვირის ვადაში).

  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 







რექტორი     ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება