2018-02-05
ბრძანება №:21/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 5 იანვრის №01/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2018 წლის 31 იანვრის №1652/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2.
კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 5 თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით;
3.
კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში.
4.
კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5.
ლაბორანტის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
6.
ლაბორანტის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა)
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ)
პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე)
სამოტივაციო წერილი;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.
7.
ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8.
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ბეზარაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ლაბარტყავა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - მდივანი;
გ) ნინო ნიკოლეიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
დ) ელიზა მარქარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ე) რუსუდან ვარდიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ვ) თეა ლობჟანიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ზ) მაია რუსია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
9.
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
10.
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
11.
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
13.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა