2011-04-20
ბრძანება №:42/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 13 აპრილის №40/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 13 აპრილის №40/01-01  ბრძანების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

    ა) საბუთების მიღება – 14  - 26 აპრილი;

    ბ) გამოცდა უცხო ენაში – 28 აპრილი;

    გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 29 აპრილი;

    დ)გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 2-3 მაისი;

    ე) გასაჩივრების შედეგების გამოცხადება – 4 მაისი

    ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 5-6 მაისი;

    ზ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება -  10 მაისი.

  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი                              ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება