2017-02-24
ბრძანება №:45/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის ,,ფოტოგრაფი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  სასერტიფიკატო კურსის ,,ფოტოგრაფი“-ს  ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფოტოგრაფი“-ს   დამტკიცების შესახებ რექტორის  2017 წლის 14 თებერვლის  №23/01-01   ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 21 თებერვლის №1810 / 10   წერილის  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:     

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფოტოგრაფი“-ს  ერთი კურსის მოცულობა 180 საათი; ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს  360 ლარით;
2. სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 12 მსმენელის არსებობის შემთხვევაში; 
3. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 12,50 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა 
« უკან დაბრუნება